საქართველოს ყველა ძირითადი მაგისტრალი რომელიც უამინდობის გამო ჩაკეტილი იყო, გაწმენდილია. სტიქიის შედეგად ქვეყანაში შექმნილი ვითარებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური დაინტერესდა, რომელსაც აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია რეიგონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა ასევე გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ მიაწოდა.
"ამ დროისთვის ყველა ძირითი მაგისტრალი გაწმენდილია და ფუნქციონირებს", - განმარტა ტყეშელაშვილმა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმაზე მუშაობა თუ რა სახის დახმარება უნდა გაეწიოს ადგილობრივ თვითმმართველობებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.
"ამ ეტაპზე რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, გაკეთებულია", - განმარტა ტყეშელაშვილმა.