ცაგერის რაიონიდან შესაძლოა რამდენიმე ოჯახის გასახლება მოხდეს. როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ მთავრობის დღევანდელ სხომაზე განაცხადა, რამდენიმე ოჯახის გასახლების აუცილებლობას მათ მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრების გაომ ხედავს.
"თუმცა ამაზე მთავრობაში დამატებითი მსჯელობა უნდა მოხდეს და გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ მივიღოთ" განმარტა ხაჩიძემ. მისივე თქმით, გეოლოგები ყველა მეწყერსაშიშ ზონაში ამ დრომდე აქტიურად მუშაობენ.
გარდა ამისა გოგა ხაჩიძემ კმაყოფილება გამოთქვა იმასთნა დაკავშირებით, რომ უწყების ეროვნული სააგენტოს მიმართ საზოგადეობის ნდობა აღდგა და სააგენტოს პროგნოზები მართლდება.
"ეს გამოწვეულია იმით, რომ გასულ წელლს ამ სფეროში გარკვეული თანხა იქნა ინვესტირებული. გარემოს ეროვნული სააგენტოს ზუსტი პროგნოზები საშუალება სგვაძლევს პრევენციული რონისძიებები სტიქიის მოახლოებამდე გავატაროთ. განმარტა ხაჩიძემ.