დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით და ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე კი ავტომანქანების მიმოსვლისას მათი გაჩერება იკრძალება. აღნიშნული რეჟიმით გადაადგილება და მოძრაობის მიმართულების გადართვა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.
ამასთან, აღნიშნულ მონაკვეთებზე, მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.