ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ რუსეთის შემდგომი შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე მოსკოვისათვის ისტორიული შეცდომა იქნება. ინფორმაციას ამის შესახევბ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
რასმუსენი ასევე აცხადებს, რომ ეს შეცდომა შორსმიმავალ შედეგებსა და რუსეთის საერთაშორისო იზოლაციას გამოიწვევს.
ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ აუცილებელია ინფორმაციის შესწავლა აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს წევრი-სახელმწიფოების სამხედრო ძალის გაზრდის შესახებ.
„უნდა გავიგოთ რა გაზრდაა ეს და რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს, იმიტომ, რომ ახლა საუბრები და სიტყვები ძალიან ბევრია",_ განაცხადა ივანოვმა.