აჭარაში, 4 დღის წინ დამხრჩვალი 14 წლის ლაშა სურმანიძის ცხედარი ნაპოვნია. მდინარე აჭარისწყალმა ის წუხელ გამორიყა.
უბედური შემთხვევა ქედის რაიონში 15 მარტს მოხდა. ლაშა სურმანიძე მდინარეში დეიდაშვილთან, 21 წლის ნინო ბერიძესთან ერთად დაკიდული ხიდის ნაწილის ჩამტვრევის შედეგად ჩავარდა.
გოგონას ცხედარი ადგილობრივებმა იმ დღესვე იპოვეს. 14 წლის მოზარდის ძებნის პროცესში კი ამ დრომდე სამაშველო სამსახური იყო ჩართული.