აშშ-ს კონგრესში რისეს კეთილმეზოლური განზრახვების არ სჯერათ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის ხმა აქვეყნებს. ტელეარხ „ფოქსის" ეთერში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა მაიკლ როჯერსმა უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარის ყოფნასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოთქვა.
„ჩვენ ათობით ათას სამხედროს ვხედავთ და საუბარი მიდის არა მხოლოდ მათ რაოდენობაზე, არამედ მათ დანიშნულებასა და კონფიგურაციაზე. კონკრეტულად რა სახის ჯარია განლაგებული საზღვარზე და რა დანიშნულება აქვთ მათ.
მათ დღეისათვის აქვთ ყველაფერი აუცილებელი იმისათვის, რომ აღმოავლეთ უკრაინაში შევიდნენ, იმ შემთხვევაში თუ ასეთ გააწყვეტილება იქნება მიღებული.
ჩემი აზრით ისინი აგრძელებენ ნიადაგის მომზადებას იმისათვის, რომ აღმოსავლეთ რეგიონი დაიკავონ",_ აცხადებს როჯერსი.
მასალის გამოყენების პირობები