ოფიციალური თბილისი ქუთაისში დემონტირებული "დიდების" მემორიალის ასლის მოსკოვში დადგმასთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებაში მიღებულ გადაწყვეტილებას, ცინიზმის კიდევ ერთ გამოვლინებად აფასებენ.
ქართველი კანონმდებლები რუსეთში მცხოვრებ ქართველებს მოუწოდებენ, "ნუ იქცევიან რუსეთის ბრმა იარაღად ქართველი ხალხისა და საქართველოს წინააღმდეგ".
"შეუძლებელია ხელისუფლება, რომლის საგარეო პოლიტიკა ფორმირებულია ნამდვილი ფაშისტური სულისკვეთებით და სწორედ ფაშიზმის ნიშნებს შეიცავს ის ქმედებები, რომლებიც მან საქართველოში აგვისტოს ომის დროს განახორციელა, მართლაც ფაშიზმის წინააღმდეგ დაღუპულთა ხსოვნაზე ზრუნავდეს", _ აცხადებს უმრავლესობის წევრი ნუგზარ წიკლაური.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში დანგრეული "დიდების" მემორიალის ასლის პრეზენტაცია მოსკოვში 6 აპრილს გაიმართება.