ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, ტერაქტები, არასტაბილური ვითარება და კორუფცია სამხრეთ კავკასიაში _ ამ საკითხებს განიხილავენ დღეს კონფერენციაზე, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს.
"უცნობი ერები, ჩერქეზები, უწყვეტი დანაშაული, ჩრდილოკავკასიელი ხალხები წარსულსა და მომავალზე" _ ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი Kჟურნალისტები მიიღებენ მონაწილეობას.
კონფერენციის მთავარი მომხსენებლები, ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების წარმომადგენლები იქნებიან. თბილისში უკვე იმყოფება არასამთავრობო ორგანიზაციის "ბესლანის ხმის" თავმჯდომარე.
ღონისძიება ჯეიმს თაუნის და ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება.