H1N1 ვირუსის სიმპტომებით წუხელ რეგიონებიდან თბილისში ორი ბავშვი გადმოიყვანეს.
7 თვის იასირ ნანაჯანოვს ფილტვის უკმარისობა აღენიშნება. ის იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. ნანაჯანოვი ბოლნისიდანაა. ამავე სიმპტომებით, ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიულ კლინიკაში მოათავსეს ბორჯომელი 4 თვის საბა გოგოლაძეც.
ექიმების განცხადებით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. არიან თუ არა ისინი ე.წ. ღორის გრიპით დაინფიცირებულნი, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდება.