დღეს, 19 მარტს, 20:00 საათზე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის "ემიგრაციის ნუმერი" პრემიერას დაესწრება. სპექტაკლი, რომელიც ორ მარტოხელა ადამიანზე მოგვითხრობს, სლავომირ როჟეკის "ემიგრანტების" მიხედვით შეიქმნა. სპექტაკლის რეჟისორი ბექა ქავთარაძეა.
პრემიერას აფხაზეთის მთავრობის წევრები და საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. სპექტაკლის პრემიერა მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება.