8 საათზე მეტხანს გაგრძელდა მერიის მაღალჩინოსნების დაკითხვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. საქმე თბილისის მერიასა და შპს "სითი პარკს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხებოდა.
საგამოძიებო ორგანოს კითხვებს ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა და მერის მოადგილემ უპასუხეს.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მერიის მაღალჩინოსნება ჟურნალისტებთან დაკითხვის დეტალებზე არ ისაუბრეს. მათი განცხადებით, დაკითხვა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.
მერის მოადგილე ირაკლი აბესაძემ ფინანსური პოლიციის მიერ მერიის თანამშრომლების დაკითხვა მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს და არსებული სიტუაცია პოლიტიკურ დაკვეთად შეაფასა.