გვიან ღამით, ყაზბეგის გამზირზე მდებარე ,,საქართველოს ბანკის" სერვის-ცენტრი დააყაჩაღეს.
ბანკში ერთი ნიღბიანი შეირაღებული პირი შეჭრა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჯერჯერობით, უცნობია წაღებული თანხის ოდენობა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.
ადგილზე რამდენიმე საათის მანძილზე მუშაობდნენ კინოლოგები და კრიმინალისტთა ჯგუფები.