საფრანგეთის მთავრობამ რუსეთისათვის „მისტრალის" მიწოდების საკითხი ოქტომბრამდე გადადო, ანუ იმ დრომდე, როდესაც, კონტაქტის თანახმად ფრანგმა გემთმშენებლებმა მოსკოვს ამ კლასის პირველი გემი უნდა გადასცენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ შესაძლოა საფრანგეთმა რუსეთს „მისტრალებთან" დაკავშირებით კონტრაქტი სრულიად გაუქმოს. ამის საპასუხოდ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ფრანგული მხარის მიერ ამ კონტრაქტის გაუქმების შემთხვევაში, რუსეთი კონტაქტის პირობებით განსაზღვრულ ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები