ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი გმობს ვლადიმერ პუტინის ქმედებებს ყირიმის რუსეთთან მიერთების თაობაზე და აცხადებს, რომ ალიანსი არ აღიარებს ყირიმს რუსეთის ნაწილად. ამის შესახებ ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის განცხადებაში.
„ვგმობ პრეზიდენტ პუტინის განცხადებას ყირიმის რუსეთის შემადგნლობაში შეყვანის შესახებ", - აცხადებს რასმუსენი.
მისივე თქმით, რუსეთმა უარყო ყველა მოწოდება გადაედგა ნაბიჯი უკან საერაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად და ის ამჟამად „საშიში გზით ეშვება ქვევით".
„რუსეთი აგრძელებს უკრაინის სუვერენტიტეტის და მისი ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას", - მიიჩნევს ნატოს გენმდივანი და დასძენს, რომ მოსკოვის ეს ქმედებები საერთაშორისო იზოლაციამდე მიიყვანს.
„ყირიმის მიერთება არის უკანონო, არალეგიტიმური და ნატო არ აღიარებს მას", - აცხადებს რასმუსენი.
მასალის გამოყენების პირობები