ყირიმი რჩება უკრაინის ტერიტორიად და დროებითი ოკუპაცია რუსეთს არ მისცემს შესაძლებლობას განახორციელოს თავისი დაპყრობითი გეგმები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ კრემლში გამართული ცერემონიალი არის ბიძური თამაში ყირიმის ანექსიის გასაფორმებლად და დასძინა, რუსეთი „პასუხს აგებს მთელი მსოფლიოს წინაშე იმისათვის, რასაც უკრაინაში აკეთებს".
„მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფოს ანექსიით, პუტინი ახდენს გასული საუკუნის ფაშისტების კოპირებას", - განაცხადა ტურჩინოვმა.