"პროკრედიტ ბანკის" სათაო ოფისმა კონკურსის "ქართული კალიგრაფია" გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა.
აღნიშნული კონკურსი 2013 წლის 6 ნოემბერს მეოთხედ გამოცხადდა და 3 ეტაპისგან შედგებოდა, გამარჯვებულები კი 18 მარტს გამოვლინდნენ. პრიზიორთა ხელნაწერების გარდა, პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისში სხვა გამორჩეული კონკურსანტების ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო.
ქართულ კალიგრაფიულ სკოლას საუკუნეების ტრადიცია აქვს. ხელით გადაწერილი წიგნი ადრეულ საუკუნეებშივე იქცა კულტურულ და ეროვნულ ფენომენად. საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ არსებულ ქართულ სამწიგნობრო კერებში საუკუნეთა განმავლობაში ინტენსიურად იქმნებოდა ქართული წიგნი.
დღეისათვის ხელით შესრულებული ნამუშევრები, როგორც ხელოვნების ნიმუშები, საკმაოდ ფასობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ამიტომაც პროექტის საბოლოო მიზანია ქვეყანაში ხელნაწერი წიგნის შექმნის კულტურის აღორძინება.
საქართველოში მოღვაწეობის 15 წლის განმავლობაში პროკრედიტ ბანკი მუდამ აქტიურად უჭერდა მხარს კულტურული პროექტების განხორციელებას. "მოხარული ვარ, რომ პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისი ასეთ საინტერესო და რაც მთავარია, მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს. საქართველოში ხელნაწერთა შექმნას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ამიტომაც თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, ამ ტრადიციის გაგრძელებას მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და მომავალი თაობებისთვის შემოვინახოთ,"- განაცხადა პროკრედიტ ბანკის დირექტორმა, ქეთევან ბურდულმა.
პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 51 ფილიალს მოიცავს. პროკრედიტ ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან Fitch Ratings მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია საქართველოში. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს აღმოსავლეთ ევროპის თერთმეტ, ლათინური ამერიკის შვიდ და აფრიკის სამ ქვეყანაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას სს პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია).
პროკრედიტ ჯგუფი გერმანიის საბანკო ზედამხედველობის ორგანოსა და ცენტრალური ბანკის (Bundesbank და BaFin ) ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.