აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო ეტაპს მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განუცხადეს, რომ ახალ 28-პუნქტიან გეგმას შესაძლოა გარღვევა მოჰყოლოდა. ამის შესახებ Axios წყაროებზე დაყრდნობით წერს.
აღნიშნულია, რომ ეს შეხვედრა თეთრ სახლში 18 ნოემბერს შედგა და ჟენევაში მოლაპარაკებების საფუძველი გახდა.
ამავდროულად, ტრამპმა აშშ-ის არმიის მდივანს, დენ დრისკოლს უთხრა, ეს წინადადება უკრაინისთვის გადაეცა.
ის უკვე გეგმავდა კიევში ვიზიტს, რათა შეეფასებინა უკრაინელების საბრძოლო შესაძლებლობები და საბრძოლო სულისკვეთება.
წყაროს ცნობით, დრისკოლის მისია იყო საბრძოლო ველზე არსებული სიტუაციის შეფასება.
გამოცემა წერს, რომ ჟენევაში მოლაპარაკებების დროს აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებმა 28-პუნქტიანი სია 20-მდე შეამცირეს და 18 პუნქტთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ურთიერთგაგებას მიაღწიეს.
დანარჩენი ორი საკითხი საჯაროდ არ განხილულა, რადგან ისინი „მგრძნობიარე საკითხებს“ წარმოადგენდა.
„როგორც ჩანს, ეს ორი საკითხი ტერიტორიებსა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ეხება,“ - აღნიშნავენ ჟურნალისტები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკრაინისთვის 28-პუნქტიანი გეგმა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა და ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა შეიმუშავეს.