ჰონგ კონგში, საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 83 ადამიანი დაიღუპა, 75 დაშავდა, ხოლო სულ მცირე 250 დაკარგულად არის მიჩნეული. იუწყება The Guardian
პოლიცია ვარაუდობს, რომ სარემონტო სამუშაოების დროს გამოყენებული ადვილად აალებადი ხარაჩოები და მასალები, შესაძლოა ქალაქში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ხანძრის სწრაფი გავრცელების მიზეზი გახადა.
„ჩვენ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კომპანიის პასუხისმგებელმა პირებმა უხეში დაუდევრობით იმოქმედეს, რამაც ეს ტრაგედია გამოიწვია და ხანძრის უკონტროლოდ გავრცელებას შეუწყო ხელი“, - განაცხადა ჰონგ კონგის პოლიციის უფროსმა ეილინ ჩუნგმა.
პოლიციის ცნობით, მათ არაგანზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი დირექტორი და საინჟინრო კონსულტანტი დააკავეს.