2013 წლის 17 მარტს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ქ. ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქ. #2, შპს ,,ქ. ბათუმის #1 პოლიკლინიკის" შენობაში გაიმართება აქცია „გაირე სისხლი-გადაარჩინე ბავშის სიცოცხლე". აქციაში ჩაერთვებიან ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების პედაგოგები, ხელვაჩაურის საკრებულოს, ბათუმის საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, პროკურატურის, საბაჟოს და მანდატურის სამსახურის თანამშრომლები. აქციაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
აქცია იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკის ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ორგანიზებით იმართება.
სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 19-დან 59 წლამდე განისაზღვრება. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, ასევე ბოლო 10 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გადატანილი A ჰეპატიტი (ბოტკინი), სტომატოლოგთან ვიზიტიდან უნდა იყოს გასული 2-3 თვე, თუ აქვს ტატუ, უნდა იყოს გასული ერთი წელი გაკეთებიდან, არ შეიძლება ორსულისთვის და მეძუძური დედისთვის, არ უნდა ღებულობდეს პრეპარატებს (ანტიბიოტიკი, ჰორმონი), ბოლო 2 წლის განმავლობაში არ უნდა ქონდეს გაკეტებული ქირურგიული ოპერაცია, არ უნდა იყოს აცრილი ბოლო 2 თვის განმავლობაში, ასევე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონორის წონა უნდა იყოს 51 კგ-ზე მეტი ქალბატონები, 65კგ-ს ზემოთ მამაკაცები, ასევე დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. (სისხლის გაღების შემგომ ერთი საათის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია), განმეორებითი დონაცია შესაძლებელია 2 თვის შემდეგ.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 0-დან 18 წლამდე ასაკში ყოველწლიურად ლეიკემიის 50 ახალი შემთხევა ფიქსირდება. ბავშვების მკურნალობისათვის ძირითადად ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსია საჭირო, შესაბამისად პაციენტთა კლინიკაში დაყოვნების პერიოდი 9 თვეს მოიცავს. ქიმიოთერაპიის კურსის შემდგომ თითქმის ყველა შემთხვევაში საჭირო ხდება სისხლის გადასხმა.
რაც შეეხება დონორობის მსურველს, დონაციის შემდგომ, ხდება სისხლის განახლება, რაც დადებითად მოქმედებს დონორის ჯანმრთელობაზე და ასევე მას უფასოდ ჩაუტარდება ძვირადღირებული გამოკვლევა რამდენიმე ვირუსზე (B და C ჰეპატიტი, შიდსი, სიფილისი, ასევე დაუდგინდება სისხლის ჯგუფი და რეზუსი), რის შემდეგაც ის ფლობს ინფორმაციას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.