პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის ყირიმში მიმდინარე ვითარებაზე იმსჯელებენ.
,,შეხვედრაზე განვიხილათ, პირველ რიგში, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე-როგორ მიმდინარეობს რეფორმები, როგორ მუშაობს აღმასრულებელი ხელისუფლება, როგორი უნდა იყოს პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის კავშირი რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები და რაც შეიძლება დავაჩქაროთ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება და, რა თქმა უნდა, ამ საკითხზეც ვისაუბრებთ", _განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა კოალიცია ,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს.