კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრი ზურაბ აბაშიძე ყირიმში მიმდინარე რეფერენდუმს უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ პროცესი, რომელიც ყირიმში მიმდინარეობს ძალადობაა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახორციელებს.
რეფერენდუმი სამართლებრივად სწორედ ვერ ჩაითვლება, ეს შეიძლება, პირდაპირ ითქვას არის ძალადობა, რომელსაც პირდაპირ ახორციელებს პუტინი უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე. ეს არის, სამწუხარო, რეალობა", _განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეგასენებთ, რომ დღეს, 16 მარტს, ყირიმში რეფერენდუმი იმართება. რეფერენდუმი, რომლის კანონიერებას არ სცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა და მხარს უჭერს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია უკრაინის კონსტუტუცუას ეწინააღმდეგება.
რეფერენდუმზე გამოტანილა 2 საკითხი:
1. ემხრობით თუ არა ყირიმის რუსეთთან ფედერაციის სუბიექტის საფუძველზე მიერთებას?
2. ემხრობით თუ არა 1992 წლის კონსტიტუციის აღდგენას და ყირიმის როგორც უკრაინის ნაწილის სტატუსს?
ყირიმის ტერიტორიაზე მოსახლოებას 1250 საარჩევნო უბანში ექნება შესაძლებლობა გამოხატოს საკუტარი პოზიცია. წინასწარი ინფორმაციით დაბეჭდილია 1,512725 ბიულეტენი, რომელთანაგნ უმეტესობა, უკრაინული მედიის ინფორმაციით სტამბებში მოინიშნა.