16 მარტს ყირიმში დაგეგმილი რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციასთან მიერთების შესახებ უკანონოა, ვინაიდან მისი ჩატარება ეწინააღმდეგება როგორც უკრაინის კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო სამართალს.
ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის ფედერალური მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავდროულად კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ ის რაც ხდება ყირიმში - კანონიერია.