გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთი აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას უკრაინის საკითხზე. 13-მა ქვეყანამ რეზოლუცუას მისცა ხმა, ჩინეთმა თავი შეიკავა.
რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ რუსეთს არ შეუძლია დაეთანხმოს რეზოლუციის მთავარ მოთხოვნას - „აუკრძალონ ყირიმის მოსახლეობას თვითგამორკვევა".
„ჩვენ არ ვეხებით უკრაინის ტერიტორიას, მაგრამ მხარს დავუჭერთ ყირიმის მოსახლეობის აზრს 16 მარტის რეფერენდუმის შედეგების მიხედვით", - განაცხადა ჩურკინმა.
ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ ჩინეთის პოზიცია, რომელმაც თავი შეიკავა, ფაქტობრივად ნიშნავს რუსეთის იზოლაციას. რადგან ჩინეთი, რომელსაც აქვს ტერიტორიული პრობლემები ვერანაირად ვერ დაუჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიის დაყოფას. ამდენად, შემდგომისთვის, ჩინეთი არ იქნება ის ქვეყანა, რომელიც ამ ან სხვა ანალოგიურ საკითხზე რუსეთთან ერთად დაადებს ვეტოს რეზოლუციის პროექტს.