ვენეციის კომისიამ ყირიმში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმი რომელზეც რუსეთთან მიერთების საკითხი უნდა გადაწყდეს არალეგიტიმურად აღიარა. ვენეციის კომისია თავის გადაწყვეტილებას იმ მოტივაციით ხსნის, რომ ამგვარი რეფერენდუმის ჩატარება არ არის გათვალისწინებული არც უკრაინის და არც ყირიმის კონსტიტუციით.
ექსპერტები ასევე მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ ფედერენდუმის ჩატარების პირობები დემოკრატიულ სტანდარტებს არ შეესაბამება.
ევროსაბჭოს თავმჯდომარე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი სააგენტო „dpa"-სთან საუბარში აცხადებს, რომ ვენეციის კომისიია ოფიციალური დასკვნა 21-22 მარტს გამოქვეყნდება.