70 ათასი მოსკოველი სკანდირებს: „დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! აქციაზე რომელსაც ორგანიზატორებმა „მშვიდობის მარში" უწოდეს ამჟამად დაახლოებით 50 ათასი მოსკოველია შეკრებილი.
აქციის მონაწილეთა მთავარი ლოზუნგია „უკრაინისათვის! რუსეთისათვის - პუტინის გარეშე!".
კორესპოდენტები შემთხვევის ადგილიდან იუწყებიან, რომ უკრაინის დროშები, რომლებსაც აქციის ორგანიზატორები არიგებდნენ ძალიან მალე გათავდა. ხალხის ამგვარ რაოდენობას არც პოლიცია ელოდა და არც ორგანოიზატორები.
თავად აქციის ორგანიზატორები აცხადებებ, რომ ადამიანთა რაოდენობა 50 ათას გადაცდა და 70 ათასს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ რუსული მედიის ინფორმაციით, „მშვიდობის მარშზე" 3 ათასი ადამიანია შეკრებილი.