ცხადია, რომ რუსეთის ყირიმი არ სჭირდება, მას უკრაინის გახლეჩვა უნდა. განცხადება ამის შესახებ რადაში სიტყვით გამოსვლისას გაერთიანება „სვობოდას" ლიდერმა ოლეგ ტიაგნიბოკმა გააკეთა.
„ცხადია, რომ ყირიმი რუსეთს არ სჭირდება, მათ ბევრი თავისი პორბლემა აქვს, მათ შორის ეკონომიკურ და სოციალური, მათი მთავარი მიზანი კი უკრაინის დანგრევა -გახლეჩვაა.
სწორედ ამიტომაც მოითხოვენ ისინი რაღაც ფედერალიზაციას, მოითხოვენ ორმაგ მოქალაქეობას, ოფიციალურ სტატუსს რუსული ენისათვის და რუსული ჯარის იქ მუდმივ ყოფნას. მათ არ სჭირდებათ რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა, იმირომ, რომ მათ უკრაინაში არც არავინ დევნის",_ განაცხადა ტიაგნიბოკმა და მოწოდა რადას დეპუტატებს ყირიმის პარლამენტის დათხოვნას მხარი დაუჭირონ.
„ვინც ხმას არ მისცეს - ის მოღალატეა",_ აღნიშნა ტიაგნიბოკმა რადას ტრიბუნიდან.