ყირიმში დაგეგმილ რეფერენდუმზე რუსეთთან მიერთების შესახებ აკრედიტაცია 623 ჟურნალისტმა 169 მედიასაშუალებიდან მიიღო. დარეგისტრირებულია ასევე 135 დამკვირვებელი მსოფლიოს 23 ქვეყნიდან, რომელთა შორისაცაა ლატვია, პოლონეთი, აშშ, ისრაელი, ჩინეთი, მონღოლეთი და ევროპარლამენტის დეპუტატები. განცხადება ამის შესახებ ყირიმის უმაღლესი საბჭოს რეფერენდუმის ჩატარების კომისიის ხელმძღვანელმა მიხაილ მალიშევმა სიმფეროპოლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მან განაცხადა, რომ რეფერენდუმისათვის უკვე დაბეჭდილია 1512825 ბიულეტენი 1,515 მილიონი დარეგისტრირებული ამომრჩევლისათის და პლიუს ბიულეტენების 1 % სათადარიგო ბიულეტენები.
მალიშვმა ასევე უარყო ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ უკვე მონიშბული ბიულეტენები იბეჭდება.
რეფერენდუმზე გამოტანილი იქნება ორი საკითხი: „გსურთ თუ არა ყირიმის რუსეთის ფედერაციასთან მიერთება ფედერაციის სუბიექტის საფუძველზე?" და „ემხროვით თუ არა ყირიმის 1992 წლის კონსტიტუციი აღდგენას და ყირიმის როგორც უკრაინის ნაწილის სტატუსს?".
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიხურება.
ამომრჩეველთათვის გახსნილი იქნება 1205 საარჩევნო უბანი, მათ შორის 35 სპეციალური (საავადმყოფოებში).
აღსანიშმნავია, რომ ყირიმის საარჩევნო საქალაქო კომისიის თავმჯდომარე ვალერი მედვედევი აცხადებს, რომ 50 უცხოელი დამკვირვებელი ყირიმში უკვე ჩასულია.