მოსკოვში უკრანის მოვნელენებისადმი მიძღვნილი „მშვიდობის მარში" დაიწყო. მსვლელობა, რომელიც ქალაქის მთავრობასთანაა შეთანხმებული პუშკინის მოედნიდან სახაროვის გამზირამდე ჩაივლის.
მარშის მონაწილეებს მოაქვთ უკრაინის და რუსეთის დროშები. ისინი სკანდირებენ „უკრაინა - შენთან ვართ!, „არა ომს" და სხვა ლოზუნგებს.
მარშში მონაწილე ადამიანების რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. თუმცა ორგანიზატორებს განაცხადში 50 ათასი მონაწილე აქვთ მითითებული.