უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ტურჩინოვი აცხადებს, რომ უკრაინის არმია ქვეყნის დასაცავად მზად არის. ეს განცხადება ტურჩინოვმა დღეს გააკეთა, როდესაც უკრაინული არმიის წვრთნას ესწრებოდა.
ტურჩინოვი აღნიშმავს, რომ უკრაინული არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.
მისივე თქმით, დღოს უკრაინის მთელს ტერიტორიაზე, შეიარაღებულ ძალებში წვრთნა დაიწყო იმისათის, რომ არმიის ბრძოლისუნარიანობა შემოწმდეს.
ტურჩინოვი ასევე აცხადებს, რომ მიუხედავად სიძნელეებისა, მინისტრთა კაბინეტი გააკეთებს ყველაფერს და ყველა რესურსის მობილიზებას მოახდენს იმისათვს, რომ ჯარი უზრუნველყოს.
უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს იმისათვის, რომ მათ თავისი ვალის მოხდა სამშობლოს წინაშე ძნელბედობის ჟამს უწევთ.