დღეს უკრაინის უმაღლესი რადა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დაითხოვს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის უმაღლეს რადაში დღეს გაკეთდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ფრაქცია „ბატკივშინას" თავმჯდომარის მოადგილის ნიკოლაი ტომენკოს თქმით, კოალიციაც და ყველა ფრაქციისგარე დეპუტატი ყირიმის უმაღლესი საბჭოს დათხოვნას დაუჭერს მხარს.
„ეს გადაწყვეტლება უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტირების შედეგად იქნება გამოტანილი",_ განაცხადა ტომენკომ.