დამსაქმებელთა ფედერაციის ინფორმაციით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, უკრაინის ეკონომიკაში კორუფციის მაჩვენებელმა 500 მლრდ გრინვა შეადგინა. ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ოლინიკის განმარტებით, ამას ყველაზე მასშტაბური გამოხატულება სახელმწიფო შესყიდვებში, საგადასახადო და საბაჟო სფეროში და ასევე სასამართლო და სამართალდამცავ სისტემებში ქონდა. მისივე ინფორმაციით, კორუფციის აღმოფხვრა ქვეყნის მშპ-ს მინიმუმ 5-6 %-ით გაზრდის. რაც თავის მხრივ 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა. ოლინიკის განმარტებითვე, უკრაინა მოახერხებს ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის უკან ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა გააკეთა განცხადება, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში უკრაინიდან ოფშორში 70 მლრდ დოლარი გადაირიცხა.
მასალის გამოყენების პირობები