უკრაინის შს სამინისტრო აცხადებს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია კიევში შესაძლოა სეპარატისტული პროვოკაციების მომზადების შესახებ. განცხადება ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მოადგილემ სერგეი იაროვოიმ გააკეთა.
„ბევრი ინფორმაციაა შემოსული იმის შესახებ, რომ რაც მოხდა დონეცკსა და ხალკოვში იმის პროვოცირება კიევშიც იგეგმება",_ განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, მილიცია ყველა ასეთ ინფორმაციაზე რეაგირებას ახდენს და აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ეს არ დაუშვან.