უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედრობმა აღიარეს, რომ რეალურ მოქმედებას რეფერენდუმის შემდეგ ანუ 17 მარტს დაიწყებენ.
ისინი პირობას დებენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობას არ ესვრიან, „მეტიც ისინი აცხადებენ, რომ ღია ცეცხლის გახსნის შემთხვევაშიმოსახეობას სარდაფებში დამალვაშიც კი მიეხმარებიან",_ წერს უკრაინული მედია.
უკრაინული მედია წერს, რომ ოკუპანტებთან საუბარი პრაქტიკულად შეუძლებელია და ისინი დიალოგზე არ მოდიან. ამიტომაც უკრაინელმა ჟურნალისტებმა მათ თავი ადგილობრივ, ყირიმელებად წარმოუდგინეს.
„გვერწმუნეთ, როგორც კი ეს რუსეთის ნაწილი გახდება აქ იმდენი ტურისტი იქნება, რომ მათ ვერ აუხვალთ",_ ამბობენ ოკუპანტები.
საუბარში ისინი ადასტურებენ, რომ რუსები არიან და დარწმუნებულნი არიან, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სრულიად კანონიერად იმყოფებიან. მრავალ მათგანს სამივლინებო ოფიციალურადაც აქვს გაფორმებული.
ასევე, ისინი აცხადებენ, რომ უკრაინაში სრულიად შეგნებულად ჩამოვიდნენ, იმისათვის რათა 16 მარტს დაგეგმილი რეფერენდუმი დაიცვან.
„ისინი ასევე აცხადებენ, რომ რეალურად მოქმედებას 17 მარტს დაიწყებენ, როდესაც რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ ამჟამად ბლოკირებული უკრაინული სამხედრო ნაწილები უკანონო ბანდიტურ შეიარაღებულ ფორმირებებად ჩაითვლებიან და შესაბამისად რუსები იერიშზე გადავლენ",_ წერს უკრაინული მედია.
„მშვიდობიან მოსახლეობას არ ვესვრით, ვეცდებით ისინი სარდაფებში დავმალოთ. ყირიმის დაკავების ოპერაცია დაახლოებით ერთ თვეში უნდა დასრულდეს",_ აცხადებენ ისინი და ასევე ამბობენ, რომ ამ დროის განმავლობაში „რაღაც უნდა მოხდეს" უკრაინის აღმოსავლეტ საზღვარზე, იმიტომ, რომ იქაც მათი ჯარი დგას.