რუსეთი მზად არის დათმობაზე წავიდეს და სამხედრო ინტერვენციაზე უარი თქვას, მაგრამ ამის საფასური უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების გადატანა და ევროკავშირთან და ნატოსთან შეთანხმებების ხელმოწერაზე უარი თქმა უნდა იყოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია სააგენტო „ინსაიდერ"-ზე დაყრდნობით ავრცელებს. თავის მხრივ სააგენტო უმაღლეს რადაში არსებილ წყაროს ეყრდნობა.
გავრცელებული ინფორმაციით, 5 მარტს ლავროვისა და კერის შეხვედრაზე პარიზში რუსეთმა სამი მოთხოვნა დაასახელა: 1. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების გადატანა. 2 უკრაინის მიერ უარის თქმა ნატოში შესვლაზე. 3. უკრაინის მიერ უარის თქმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელის მოწერაზე.
უკრაინელი დეპუტატები ადრეც ამბობდდნენ, რომ ვლადიმერ პუტინს აინტერსებს არა მხოლოდ ყირიმის არამედ მთელი უკრაინის დამორჩილება.
„ახლა ტარდება ფართომასშტაბიანი კამპანია იმისათვის, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდეს",_ აცხადებს უკრაინის თავდაცვისა და უშიშღოების საბჭოს მდივანი ანდრიი პარუბიი.
„პუტინმა მშვენივრად იცის, რომ თუ არჩევნები 25 მაისს ჩატარდება მათში ან კლიჩკო გაიმარჯვებს ან პოროშენკო. ვერც ერთ მათგანს კრემლი ვერ აკონტროლებს. აბა რაში სჭირდება კრემლს მის მიერ არაკონტროლირებადი პრეზიდენტი, თუკი მას საქმის დაჭერა მხოლოდ მის მიერ კონტროლირებად ხალხთან სურს",_ აცხადებს ერთ-ერთი უკრაინელი დეპუტატი და აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პურისნ ზალისნ კარგად ესმის, რომ ა მთავრობის მიერ ხელმოწერილი იქნება შეთანხმებები ევროკავშირთან და ნატოსთან , ხოლო პუტინს ეს არ სჭირდება.