პრემიერ-მინისტრის პარალელურად რუმინულ მხარესთან შეხვედრებს მართავს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ცოტა ხნის წინ გიორგი კვირიკაშვილი თავის რუმინელ კოლეგა კონსტანტინ ნიტას შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გარღმავება, ენერგეტიკისა და ტურიზმის საკითხები იყო. რუმინეთის ეკონონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ივლისის თვეში ბათუმში საქართველო-რუმინეთის კომისიის მორიგი სხდომა ჩატარდება. კომისიის სხდომის ფარგლებში იგეგმება ტურიზმის ადმინისტრაციების შეხვედრა და ერთობლივ ტურისტულ მარშრუტებსა და პროექტებზე მუშობის დაწყება. პარალელურად საქართველოში ქართულ-რუმინული ბიზნესფორუმი გაიმართება. მხარეებმა შეხვედრაზე ასევე, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხიც განიხილეს.
მასალის გამოყენების პირობები