ლონდონში, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა დაიწყო.
შეხვედრამდე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ის სერგეი ლავროვს აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას დავალებით ხვდება, იმისათვის, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის დეესკალაცია იქნეს მიღწეული.
„ჩვენი მიზანი მარტივია - ჩვენ, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა დაციცვათ",_ განაცხადა კერიმ.
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიმა შტაინმაიერმა უკვე უწოდა „უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების სავარაუდო ბოლო მცდელობა".
შეგახსენებთ, რომ ადრე კერიმ ლავროვს გადასცა დოკუმენტი უკრაინაში არსებული სიტუაციის მშვიდობიანად დარეგულირების წინადადებების შესახებ, თუმცა მოსკოვს ეს დოკუმენტი არ მოეწონა. ლავროვის თქმით, აშშ რაღაც გაურკეკელ კონფლიქტზე საუბრობს მოსკოვსა და კიევს შორის და სთავაზობს რუსეთს უკრაინაში ხელისუფლების ცვლილება როგორც არსებული ფაქტი მიიღოს.