„კიევის ხელისუფლება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ვერ აკონტროლებს და დონეცკში მომხდარი ფაქტი ამის დასტურია",_ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ჩვენ არაერთგზის განგვიცხადებია, რომ კიევში ხელისუფლებაში მოსულებმა ბოევიკები უნდა განაიარაღონ და მოსახლეობის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ. მათ ასევე უნდა უზრუნველყონველონ მოსახლეობის უფლება გამოვიდნენ და ჩაატარონ მშვიდობიანი დემონსტრაციები",_ ნათქვამია ლავროვის უწყების განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ დონეცკში მშვიდობიან მომიტინგეებს მემარცხენერადიკალური დაჯგუფებები დაესხნენ თავს.
„შეტაკებების შედეგად დაიჭრა მრავალი ადამიანი. ერთი ადამიანი კი დაიღუპა",_ ნათქვამია განცხადებაში.