„რუსეთი აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას უკრაინაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისა და თანამოქალაქეების დაცვის საკითხში და უფლებას იტოვებს მათ დასაცავად დადგეს",_ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხდებაში, რომელიც დონეცკში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.
„13 მარტს დონეცკში ტრაგიკული მოვლენები განვითარდა და სისხლი დაიღვარა. მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ პროტესტის გამოსახატავად იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ თავს უკრაინის ხელისუფლებას უწოდებს, მემარცხენერადიკალური დაჯგუფებები დაესხნენ თავს, რომლებიც ტრავმატული იარაღითა და ბიტებით იყვნენ შეიარაღებულნი",_ ნათქვამია სერგეი ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვ აღნიშნულია, რომ ეს ადამიანები ქალაქში ქვეყნის სხვა და სხვა რეგიონებიდან სპეციალურად ადრევე ჩავიდნენ.
„შეტაკებების შედეგად დაიჭრა მრავალი ადამიანი. ერთი ადამიანი კი დაიღუპა",_ ნათქვამია განცხადებაში.