რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში შექმნილი კრიზისის დარეგულირება შესაძლებელია მხოლოდ "ამ ქვეყნის ყველა რეგიონის მრავალეროვანი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით".
კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან ჰასან რუხანთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა.
„ჰასან რუხანის თხოვნით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შექმნილ ვითარებას შეფასება მისცა. რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ კრიზისის დარეგულირება შესაძლებელია მხოლოდ ამ ქვეყნის ყველა რეგიონში მცხოვრები მრავალეროვანი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.