საქართველოში მომდევნო ორი დღის განმავლობაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, თუმცა 17 მარტიდან ამინდი გაუარესდება და საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი.
,, დღეს და ხვალ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, თუმცა 17 მარტიდან ამინდი კვლავ გაუარესდება და წვიმაა მოსალოდნელი. 18 მარტიდან კი შედარებით გამოიდარებს და მომდევნო დღეების განმავლობაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის უფროსმა სვეტა ნიორაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ხვალ, 15 მარტს დასავლეთ საქართველოში ჰაერი 15 გრადუსამდე გათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში დღის ტემპერატურა 11-16 გრადუსამდე შენარჩუნდება. როგორც ნიორაძემ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა 17 მარტიდან ტემპერატურა შედარებით დაეცემა და ჰაერი აღმოსავლეთ საქართველოში 8-13 გრადუსამდე, დასავლეთ საქართველოში კი 7-12 გრადუსამდე გათბება.