ყირიმელები დღეს რუსეთის ოკუპაციის გასაპროტესტებლად ცოცხალ ჯაჭვში ჩადგებიან. აქციის ორგანიზატორი ყირიმელი თათრების მეჯლისია.
აქციაში მონაწილე ყირიმელები ცოცხალი ჯაჭვის შეკვრით ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებასა და ყირიმის რუსეთთან შეერთებას გააპროტესტებენ.
ათასობით ადამიანი დღეს ყირიმის ნახევარკუნძულს ცოცხალ ჯაჭვს შეამოვლებს. აქციაში გარდა ყირიმელი თათრებისა და მცხოვრებლებისა სხვა უკრაინული ოგანიზაციის წარმომადგენლებიც მიიღებენ მოინაწილეობას.