ქართველებმა ბრიჯის ჭამას უმატეს. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2013 წელს 2012 წელთან შედარებით საქართველოში ბრინჯის იმპორტი 37%-ით გაიზარდა. „საქსტატის" ინფორმაციით, 2013 წელს საქართველოში 12,397.1 ტონა ბრინჯის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2012 წელს უცხოური ბაზრებიდან საქართველოში 9,041.4 ტონა ბრინჯი შემოიტანეს. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით პაკისტანიდან შემოტანილ ბრინჯს მიირთმევენ, რომელსაც ბრინჯის იმპორტის დაახლოებით 50 %-ი უკავია. პაკისტანის შემდეგ, ბრინჯის იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში ინდოეთი და ვიეტნამი ლიდერობს.
2013 წელს ქვეყანაში სულ 6,979.9 ათასი დოლარის ღირებულების ბრინჯის იმპორტია დაფიქსირებული, ხოლო 2012 წელს კი 5,380.7 ათასი დოლარის ღირებულების.