რუსეთს უკრაინასთან ომი არ სურს და ვერ ხედავს საფუძველს სიტუაცია ამ ტერმინებში განიხილებოდეს. განცხადება ამის შეასახებ გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიტალი ჩურკინმა გააკეთა.
„პირდაპირ პასუხს გავცემ ბატონი იაცენიუკის პირდაპირ კითხვას: რუსებს არ სურთ ომი უკრაინასთან, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ ომი არ სურთ არც უკრაინელებს. მეტიც, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ამიტომაც ჩვენ ვერ ვხედავთ იმის აუცილებლობას, რომ სიტუაცია ამ ტერმინებით განვიხილოთ", _ განაცხადა ჩურკინმა და აღნიშნა, რომ რუსეთს სულაც არ გამოუწვევია ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება.