დიდი სიჩქარით მოძრავი BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რუსთაველის გამზირზე განათების ბოძს შეასკდა.
მანქანას 20 წლის გოგონა მართავდა, მასთან ერთად მის მეგობარიც იმყოფებოდა.
დაზარალებულები თბილისის პირველ საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.