აშშ-მ პირველად სპარსეთის ყურეში მომხდარი ომის შემდეგ, ნავთობის სტრატეგიული მარაგებიდან 5 მილიონ ბარელ ნავთობზე წვდომა გახსნა მის „ტესტურ რეჟიმში" გაყიდვას განახორციელებს. ამით აშშ -მ ვლადიმერ პუტინს მიანიშნა, რომ არ არის საჭირო ენერგორესურსების პოლიტკური ზეწოლის ბერკეტად გამოყენება. ამის შესახებ „The Telegraph"- ის მიმომხილველი ენდრიუ კრიჩლოუ წერს.
მისივე თქმით, ეს აშშ-ს სტრატეგიული მარაგის 1% ია. სულ მისი სტრატეგიული მარაგი 696 მილიონ ბარელს შეადგენს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამერიკის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული ეს ტესტი, შესაძლოა იყოს მოსკოვისათვის ბოლო გაფრთხილება, როგორც მომზადება სანქციებისათვის და როგორც დემონსტრირება სანავთობო დამოუკიდებლობისა რუსეთის ფედერაციისაგან.
ოფიციალურად თეთრმა სახლმა განაცხადა,რომ მარაგს აშშ-ს ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტების წარმოების ზრდის გამო სისტემის ტესტირებისათვის ხსნის.
რუსეთი, რომელიც მსოფლიოს ნავთობწარმოების ლიდერია ექსპერტების შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ბუნებრივი რესურსები შესაძლოა გახდეს არგუმენტი უკრაინასთან პოლიტიკურ დაპირისპირებაში.
„რუსეთის შეჭრა ყირიმში იმაზე მეტ საფრთხეს შექმნის ვიდრე ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური ამბიციები. მთელი მსოფლიოსათვის რეალური საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ ნავთობი და ბუნებრივი აირი აი უკვე მერამდენედ გამოიყენება ომის წარმოების საშულებად",_ აცხადებს ამერიკელი ექსპერტი ტი ბუნ პიკენსი.
ნავთობის სტრატეგიული მარაგი აშშ-ში 1975 წელს შესაძლო მოსალოდნელი ენერგეტიკული შოკებისგან დასაცავად შეიქმნა.
მთელი ისტორიის განმავლობაში აშშ-მ სტრატეგიული მარაგი მხოლოდ ორჯერ გახსნა 1990 წელს - ერაყში პირველი ომის შემდეგ და 2011 წელს ნავთობის ბაზრებზე ზეწოლის შესამსუბუქებლად ლიბანში ნავთობწარმოების ვარდნის დროს.