ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს დაუყონებლივ აღკვეთოს უკრაინაში სამხედრო შეჭრის ფაქტი და გაიყვანოს რუსეთის ჯარები ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკიდან, რომელიც უკრაინის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის რეზოლუციაში რუსეშის უკრაინაში შეჭრის შესახებ.
„ევროპარლამენტი გმობს აგრესიას და შეჭრას ყირიმში, რომელიც უკრაინის განუყოფელი ნაწილია. მოუწოდებს კრიზისის დაუყონებლივი დეესკალიაციისკენ და სამხედრო ძალების დაუყონებლივი გაყვანისკენ, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან უკრაინის ტერიტორიაზე", - ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ევროპარალამენტარებმა არალეგიტიმური უწოდეს 16 მარტს ყირიმში დაგეგმილ რეფერენდუმს, რომელიც არღვევს უკრაინის კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართალს.
ევროპარლამენტი ჭორს უწოდებს რუსულ პროპაგანდას იმის შესახებ, რომ იანუკოვიჩის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეები არიან ფაშისტები.
მასალის გამოყენების პირობები