გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა, სანქციების „მესამე დონე" იქნეს შემოღებული ხოლო ყირიმის კრიზისის დიპლომატიური გზით დარეგულირების იმედი თითქმის აღარ დარჩა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედია, ეყრდნობა რა სააგენტო „dpa"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას წერს, რომ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აშშ-ს სახელმნწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბუდაპეშტში დაგეგმილ შეხვედრას, შემქნილი მდგომარეობის დარეგულირების „სავარაუდოდ ბოლო მცდელობა უწოდა".
იმავე ბუდაპეშტში უნგრეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღებაზე მუშაობას აგრძელებს.
„თუ სიტუაციის განვითარების მიხედვით აღმოჩნდება, რომ რუსეთი ყირიმის ფარგლებს სცდება, აუცილებელი იქნება სანქციების „მესამე დონის" შემოღება",_ აცხადებს შტაინმაიერი.