აშშ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ახალ ხელისუფლებას სამხედრო დახმარებაზე უარი უთხრას. ინფორმაციას ამის შესახებ „The Wall Street Journal"-ზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, რომელსაც გამოცემა ციტირებს ახლახანს კიევმა ვაშინგტონს უკრაინის შეიარარვული ძალებისათვის სამხედრო დახმარების გაწევა სთხოვა, კერძოდ, მან იარაღის, ტყვია-წამლის, საავიაციო საწვავისა და ღამის ხედვის მოწყობილობების „მნიშვნელოვანი პატრიების" მიწოდება ითხოვა. ამას გარდა, უკრაინას სურდა ისიც, რომ აშშ-ს მისთვის მოპოვებული სადაზვევო ინფორმაციაც მიეწოდებინა.
„თუმცა აშშ-ს ხელისუფლებამ მან ამის გამო უარი უთხრა",_ წერს „The Wall Street Journal"-ი.
„ამ დროისათვის ჩვენ არ განვიხილავთ უკრაინისათვის სამხედრო დახმარევის გაწევის შესაძლებლობას. ჩვენ საკმაოდ ნათლად მივანიშნეთ უკრაინელებს, რომ მატ მხოლოდ ეკონომიკური დახმარების იმედი შეიძლება ჰქონდეთ",_ ციტირებს გაზეთი აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლის სიტყვებს.
თუცა, ამავდროულად „The Wall Street Journal"-ის რესპოდენტმა არ გამორიცხა, რომ მომავალში სამხედრო დახმარება შესაძლოა გაწეული იქნეს კიდეც.
„ჩვენ მათთვის კატეგორიული „არა" არ გვითქვამს. ჩვენ ვთქვით „ახლა- არა", _ აცხადებს წყარო.
მასალის გამოყენების პირობები