თბილისის მერია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, გაკეთებულ განცხადებას პასუხობს:
"თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ მიუხედვად მერიის არაერთი მცდელობისა დაემტკიცებინა დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტი, ოთხი თვის განმავლობაში მთავარი საფინანსო დოკუმენტი არ დაატკიცა. რამაც ქალაქში არაერთი პროექტის შეჩერება გამოიწვია.
თბილისის მერია არ აპირებს პოლიტიკურ კინკლაობაში შევიდეს პრემიერთან და „ქართულ ოცნებასთან". თქვენ შეგიძლიათ ყველაფერში და ყველგან მტრები და საბოტაჟი დაინახოთ. ჩვენ კი თბილისელების პრობლემები გვაწუხებს და მათ გადაჭრაზე ვზრუნავთ.
ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს ზამთარში, ძლიერი ყინვების გამო, დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება და მოსახლეობა გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებს.
ცნობისთვის, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ამჟამად ერთდროულად რამოდენიმე ათეულ ქუჩაზე მიმდინარეობს, ხოლო გასულ წელს 30 მლნ ლარის სამუშაოები განხორციელდა, კაპიტალურად შეკეთდა 97 ქუჩა და ორმოული სამუშაოები 300 ქუჩაზე განხორციელდა".