დონეცკში, ლენინის მოედანზე, პრორუსული აქციის ასობით მონაწილე თავს დაესხა პატრიოტების აქციის „ერთიანი უკრაინისათვის" მონაწილეებს. ორივე მხრიდან შეტაკებაში 2 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, - იტყობინება უკრაინული მედია. ვრცელდება ინფორმაცია მინიმუმ ორი დაღუპულის შესახებ.
ერთ-ერთი დაღუპული "თავისუფლების" ადგილობრივი ორგანიზაციის პრეს-მდივანი დიმიტრი ჩერნიავსკია.
უნდა აღინიშნოს, რომ პატრიოტების მიტინგი მილიციისა და შინაგანი ჯარის ალყაშიო იყო მოცეული, თუმცა პრპრუსული აქციის მონაცილეებმა, რომლებიც სკანდირებდნენ „ბერკუტი!", „რუსეთი!", კორდონი გაარღვიეს.
მილიცია შეეცადა პატრიოტების გარიდებას, თუმცა პრორუსული აქციის მონაწილეებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.